საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლოსწინა 27 ტურის კალენდარში, რომლის ჩატარებაც 22- 23 აპრილს არის დაგეგმილი, ცვლილებაა.
,,ოლიმპი’’-,,დინამოსა’’ ( 18:00საათი) და ,,სოხუმი’’- ,,მგზავრები- არმიას” (19: 45 სთ) შეხვედრები, ადრე გამოცხადებული 23 აპრილის ნაცვლად, 20 აპრილს ჩატარდება. ამ მატჩების ჩატარების ადგილი არ შეცვლილა და მათ თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ასევე უცვლელი დარჩა ,,ქუთაისი- 2010’’- ,,ბათუმის’’ (18:30 სთ) და ,,აკადემია’’-,,რუსთავის’’ (16:00 სთ) შეხვედრათა ჩატარების დრო და ადგილი, რომლებიც შესაბამისად 22 და 23 აპრილს არის დაგეგმილი.
ეს ცვლილებები კალათბურთში საქართველოს თასის ფინალური შეხვედრის გამო განხორციელდა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში 23 აპრილს 14: 00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში ერთმანეთს ,,დინამო’’ და ,,სოხუმი’’ შეხვდებიან.







