ფეხბურთი

10:55 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა “ბაიერნს” გულშემატკივრობს

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ პაულო დიბალას თქმით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ოდნავ მეტი იღბალი რომ ჰქონოდა, თასის მოგება შეეძლო. 22 წლის შემტევის განცხადებით, ახლა იგი მიუნხენის “ბაიერნს” ქომაგობს და ამის მიზეზიც დაასახელა.

პაულოს ტრავმის გამო ბოლო ერთი თვე გაუცდა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, დაზიანება მოირჩინა და ახლა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

“გუნდთან ერთად უკვე ვივარჯიშე და პრობლემები აღარ მაქვს. ახლა, სკუდეტოს ვერმოგება ნამდვილად სასწაული იქნება. ჩემპიონთა ლიგა? – როდესაც ვნახე თუ როგორ გავარდა “ბარსელონა”, ვხვდები, “იუვეს” მეტი იღბალი რომ ჰქონოდა, ტურნირს მოიგებდა. ახლა იმედია, “ბაიერნი” მოიგებს, რადგან მინდა წაგებული ჩემპიონებთან გვქონდეს. ლიონელ მესი ჩემი იდეალია და მინდა “იუვენტუსში” ითამაშოს.

“იუვენტუსში” გადმოსვლა ჩემი მხრიდან სწორი ნაბიჯი გახლდათ. დიდი პროგრესი განვიცადე, მენტალურად და ფიზიკურად. აუსტაიდერი გუნდიდან “იუვეში” თავის დამკვიდრება ადვილი არაა. აქ არცერთ მატჩში თუნდაც ფრეზე არავინ ფიქრობს. კმაყოფილი ვარ, რადგან ახლა აღარ საუბრობენ, რომ ჩემში 40 მილიონია გადახდილი. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტიც შემიძლია. 22 წლის ვარ და არ მაქვს ისეთი გამოცდილება, როგორიც კარლოს ტევესს, თუმცა აქ, ევროპაში და ნაკრებში თამაში აუცილებლად დამეხმარება.

ტევესის შედეგის გაუმჯობესებამდე 3 გოლი მაკლია და ბედნიერი ვიქნები თუ ასე მოხდება. ეს გუნდსაც წაადგება, რადგან გოლები ყველაზე მნიშვნელოვანია”, - განაცხადა დიბალამ.

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალა მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და უკვე ევროპული გრანდების ინტერესის სფეროშია. იგი ბოლო ერთი თვე ლაზარეთში იყო და თავისი გუნდის დახმარებას ვერ ახერხებდა. ნიჭიერი შემტევი წლეულს “იუვეს” საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო გუნდის თვის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ (დეკემბერსა და იანვარში) დაასახელეს. არგენტინელს ლიგაზე, “ბაიერნთან” საპასუხო თამაში გაუცდა და მას შემდგომ ვარჯიში მხოლოდ ახლახან განაახლა.

0.123139