ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში მიმდინარე ევროპის პირველობაზე ძალები რაულ ცირეკიძემაც მოსინჯა და შეჯიბრი მე-8 ადგილზე დაასრულა.
2012 წლის ევროპის პირველობის გამარჯვებული 94 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ჯამში 363 კგ. დასძლია. რაულმა ატაცში 164 კგ. ასწია, აკვრაში კი – 199 კგ. ქართველმა ძალოსანმა ექვსიდან 4 ცდა გამოიყენა.
აღნიშნულ წონაში ოქროს მედალი პოლონელმა ტომაშ ზელინსკიმ 387 კგ. (176+211) მოიპოვა, მეორეზე ლიტველი ზიგიმანტას სტანულისი (381 კგ. 175+206) გავიდა, მესამეზე კი – რუსი გეორგი კუპცოვი (376 კგ. 170+206).