ჭიდაობა

1:14 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს წარმატება მიულოცა

15 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებებს ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. მინისტრთან შეხვედრას სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.

შეხვედრის დასასრულს ტარიელ ხეჩიკაშვილმა ვეტერან სამბისტს გმირი ხაჩიძეს 80 წლის იუბილე საპატიო სიგელით მიულოცა. ვეტერანი სამბისტი პრესკონფერენციას ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებოდა, ამიტომ ჯილდო მისმა შვილმა მიიღო.

საფრანგეთის ქალაქ ტულუზში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ორივე ასაკობრივი ნაკრები შესანიშნავად გამოვიდა და ჯამში 18 მედალი მოიპოვა - 8 ოქრო, 3 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. ჭაბუკთა ნაკრების ანგარიშზე 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა – 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, ახალგაზრდული ნაკრები კი – მეორეზე.

ჭაბუკები

ოქრო – ჯაბა პაპინაშვილი (52), საბა გრიგალაშვილი (56), ირაკლი ხერგიანი (60), ლევან გუგავა (65), ნიკა სიდამონიძე (87)

ვერცხლი – გიორგი გოგოლიძე (+87).

ბრინჯაო – გიორგი ჭუმბურიძე (48), ზვიად თევდორაშვილი (70), დიმიტრი კობაური (75)

ახალგაზრდები

ოქრო – ირაკლი კუპატაძე (57), იესო კვირიკაშვილი (90), დავით ოზბეთელაშვილი (+90)

ვერცხლი – აკაკი გიგატაძე (48), გიორგი მირუაშვილი (52)

ბრინჯაო – ილია შუბითიძე (62), გიორგი მეტრეველი (68), ოთარ გოგისვანიძე (82), დავით რაზმაძე (+100)

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.164564