ფეხბურთი

20:21 | 15.04.2016 | ნანახია 1859 - ჯერ

პელეგრინი: “რეალისთვის” ლიგის მოგება უცხო არაა”

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მიიჩნევს, რომ მის გუნდს “რეალთან” თამაშის წინ დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში, თავისთავად უდიდესი მოტივაციაა.

“რთული წილისწყრა გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალში ადვილ მეტოქეს არც ველოდი. დამატებითი მოტივაცია ასეთი მატჩისთვის არ გჭირდება. ნახევარფინალურ თამაშებს ყოველთვის წარმოუდგენელი მოტივაცია ახლავს. ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო გუნდები თამაშობენ და ეს არამარტო ფეხბურთელებისთვის, არამედ გულშემატკივრებისთვისაც დამატებით ენთუზიაზმია.

ამ ტურნირის მოგება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ “რეალისთვის” ეს კარგა ხანია პრობლემას არ წარმოადგენს. ესპანელები ნახევარფინალშიც არიან და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვთ”, - თქვა პელეგრინიმ.

აღსანიშნავია, რომ მეტოქისგან განსხვავებით, “სიტის” აღნიშნულ ეტაპზე თამაშის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია, რადგან ნახევარფინალში პირველადაა. იგივეს ვერ ვიტყვით პელეგრინიზე, რომელსაც იგივე ეტაპზე 2005-2006 წლების სეზონში “ვილიარეალთან” ერთად მოუწია თამაში და მაშინ “ყვითელი სუმბარინა” ლონდონის “არსენალთან” დამარცხდა (0:1, 0:0). ალბათ, ბევრს ეხსომება, ხუან რომან რიკელმეს ვერგატანილი თერთმეტრიანი საპასუხო შეხვედრაში, რამაც “მეთოფეები” ფინალში გაიყვანა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:35 | 16.04.2016
jarji (238)

ატლეტიკო ყველამ ჩამოწერა! მაგრამ სიმეონე არავის არაფერს დაუთმობს

15:34 | 16.04.2016
kelbo (7279)

რას ქვია ჩამოწერა???
ატლეტიკო ყველაზე კაი ფორმაშია ამ 4-ს შორის და ყველაზე კაი ტრენერი ყავს...
რეალის გულშემატკივარი კი ვარ მარა ძაან გამეხარდება თუ ატლეტიკო მოიგებს ლიგას... ეკუთვნით ნაღდად

08:18 | 16.04.2016
giorgiusi (696)

იქნებ ფინალში შეხვდნენ სიტის ახლანდელი და მომავალი მწვრთნელი, გამორიცხული არც ეგ არ არის... თუმცა რეალი-ბაიერნის ფინალი მართლა გამორჩეული იქნება

07:52 | 16.04.2016
araza-1918 (6330)

ჯიქიამ რევიშვილს გაუტანა ორივემ კარგად ითამაშა

21:27 | 15.04.2016
RMA FANS (3925)

იმედია ეხლა არ გახდები პროფესიონალი

20:59 | 15.04.2016
giojuve-10 (3743)

ამიზა მახევია სახეში ერთი საფლავის ქვა ეს რა უნამუსო მწვრთნელია ტFუ...

20:33 | 15.04.2016
naiki (5503)

ისე სიტი-ბაიერნი უფრო საინტერესო იქნებოდა - პელეგრინი და გვარდიოლა - ერთი წამსვლელი და მეორე მომავალი მწვრთნელი - მაგარი ჯახი გამოვიდოდა გვარდიოლა სიტის წინაასღმდეგ!

0.133609