ფეხბურთი

19:24 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “რეალს” ადვილი წილისყრა არასდროს აქვს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის თქმით, უსაფუძვლოა ის განცხადებები თითქოს, მის გუნდს მეტოქეში ყოველთვის უმართლებს. ასე შეაფასა ფრანგმა სპეციალისტმა ნახევარფინალის მეტოქე ინგლისური “მანჩესტერ სიტი”.

“ნახევარფინალია, ურთულესი თამაშები იქნება. ერთადერთი პოზიტივი ისაა, რომ საპასუხო მატჩს სახლში ვთამაშობთ. პოზიტივია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ მძიმე თამაში გვექნება. “რეალი” ყოველთვის ფავორიტია და მუდამ ასე იქნება, ეს არ გვაშინებს. უკვე ვიცით, რა რთული თამაში გვქონდა მეოთხედფინალში, შესაბამისად ნახევარფინალი უფრო ძნელი უნდა იყოს. ჩვენ, როგორც ყოველთვის ჩვენს მაქსიმუმს გვინდა მივაღწიოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ “რეალს” ყოველთვის ადვილი წილისყრა აქვს. ასე ამბობდნენ “ვოლფსბურგის” თამაშის წინაც, მაგრამ 0:2 წავაგეთ. ვისთანაც ვითამაშეთ ყველა კარგი გუნდია: “რომაც”, “ვოლფსბურგიც” და “სიტიც”, - განაცხადა ზიდანმა.

“მანჩესტერ სიტისა” და “რეალის” ორმატჩიანი დუელის პირველი თამაში მანჩესტერში, “ეტიჰად სთედიუმზე” გაიმართება. აღსანიშნავია, რომ “სიტი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116792