მადრიდის “რეალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო მიიჩნევს, რომ “სამეფო კლუბს” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მანჩესტერ სიტისთან” რთული დაპირისპირება ელის.
“თანაბარი წყვილია, ორივე გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. “სიტი” ძალიან საშიშია. ისინი პირველად გავიდნენ ნახევარფინალში და გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ. ფინალის საგზურისთვის უდიდესი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ “რეალს” გაუმართლა, იგივეს ამბობდნენ გასულ წელსაც, თუმცა “იუვენტუსმა” ტურნირიდან გამოგვთიშა... ნახევარფინალში სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან” - ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს AS-ი.
“სიტი”-“რეალის” პირველი შეხვედრა 26 აპრილს მანჩესტერში გაიმართება, საპასუხო კი 4 მაისს “სანტიაგო ბერნაბეუზე”.