“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” 2015/16 წლების რეგულარულ სეზონში ორი ისტორიული რეკორდი დაამყარა. “ოქროს ბიჭებმა” სასტარტო 24 შეხვედრა მოიგეს, წლევანდელ სეზონამდე საუკეთესო შედეგად 1995/96 წლის “ჩიკაგო ბულზის” სასტარგო 15 შეხვედრის მოგება ითვლებოდა. “მეომრებმა” რეგულარული სეზონი 73 მოგებით და 9 მარცხით დაასრულეს, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო შედეგია, აქამდე ეს რეკორდიც 1995/96 წლების მაიკლ ჯორდანის “ჩიკაგო ბულზს” ეკუთვნოდა (72 მოგება, 10 წაგება).
“გოლდენ სტეიტის” უდავო ლიდერმა სტეფ კარიმ რამდენიმე პერსონალური რეკორდი დააფიქსირა. კარიმ ამ სეზონში 402 სამქულიანი ჩააგდო, რაც აქამდე არავის გაუკეთებია, ის კი არა წინა რეკორდად 2014/15 წლებში კარის 286 ჩაგდებული სამქულიანი ითვლებოდა. ფაქტობრივად კარიმ ისეთი შედეგი აჩვენა, რთულია იმის თქმა ოდესმე ისევ კარის გარდა თუ გაიმეორებს მაინც ვინმე ამ შედეგს. გამთამაშებელმა 2016 წლის 27 თებერვალს ერთ შეხვედრაში 12 სამქულიანი ჩააგო, რითად კობი ბრაინტის და დონეილ მარშალის რეკორდი გაიმეორა.
სეზონში კარი 82-დან 79 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 30.1 ქულას, 6.7 პასს, 5.4 მოხსნას და 2.14 ჩაჭრას აკეთებდა. რა თქმა უნდა კარი ამ სეზონის “მვპ”-ის ტიტულის მოგების მთავარი პრეტენდენტია.
კარის შემდეგ კლეი ტომპსონი საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას აგდებდა. კლეი 22.1 ქულას, 3.8 მოხსნას და 2.1 პასს აკეთებდა. “გოლდენ სტეიტის” მესამე მთავარი მოთამაშე დრეიმონდ გრინი გახლდათ. გრინი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 14 ქულას, 9.5 მოხსნას , 7.4 პასს, 1.4 ჩაჭრას აკეთებდა.
“გოლდენ სტეიტის” თითოეულმა კალათბურთელმა ოთხმოცდაორივე შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში ჩაატარა, გუნდს არც ერთ შეხვედრაში არ დაუსვენია, სხვა გუნდების მწვრთნელები კი კალათბურთლებს დასვენების საშუალებას აძლევდნენ. ნბა-ს მოგების მთავარ ფავორიტად, როგორც ტოტალიზატორები, ისე ექსპერტები “გოლდენ სტეიტს” თვლიან. მაგრამ ფაქტია, რომ “მეომრები” პლეი-ოფს უფრო დაღლილები ხვდებიან, ვიდრე სხვა ნებისმიერი კლუბი.