მიუნხენის “ბაიერნი” მზადაა “არსენალის” 27 წლის ჩილელ შემტევში ალექსის სანჩესში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას AS.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გერმანული კლუბი ჩილელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დრო შეეცდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელები სანჩეს რიბერის შემცვლელად მოიაზრებს. ალექსისს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში სანჩესმა 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი ფეხბურთელია ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს
ჯობია დემბელე დავითრიოთ დროზე სანამ ვინმემ აგვახია და შეგვიზლიათ ერთი სეზონიც დავტოვოთ რენში მერე კი აქეთ წამოვა ბევრად გამოცდილი...ასევე დიავარა ძალიან კარგია არც ღირს ბევრი მთავარია წარბამ გამოტქვას სურვილი