მილანის “ინტერი” ახლა ისეთ დღეშია, მისი დამნახავი კაცი პირჯვარს გადაიწერს და “ფუი ეშმაკსო” ჩაიბურტყუნებს. მაგრამ, კლუბის დარდები სიმართლე რომ ვთქვათ ნაკლებად სტკივა მილანელთა ახალგაზრდა შემტევს, ადამ ლაიჩს, რომელსაც ლამაზმანთა უზარმაზარ კოჰორტაში ჭეშმარიტად გამორჩეული ასული აურჩევია და ამით თავს იწონებს კიდეც.
ადამის რჩეულია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ წარმატებული სერბი მოდელი, სოფია მილოშევიჩი, რომელიც ლაიჩმა მილანში კოხტად მოაწყო და ახლა ერთ ჭერქვეშ მშვენივრად თანამოსახლეობენ. დილით ერთი მწვანე მინდორზე ღვრის ოფლს, მეორე კი პოდიუმზე იტანჯება, საღამოს კი მათი ბალკანური დარდი წარსულს ბარდება და დიად სერბეთზე ოცნება იწყება.
ისე, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ნუ შეგაშინებთ სოფია მილოშევიჩის გვარი, რადგან იმ ავადსახსენებელ დიქტატორთან ამ გოგონას ისეთივე კავშირი აქვს, როგორც ნუგზარ ბაგრატიონს ერეკლე მეორესთან. შესახედად კი სოფია ისეთი გულის გასახარი ვინმეა, სიცოცხლის ხალისი მიეცემა ადამიანს...