ფეხბურთი

23:38 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დრაქსლერის ევრო 2016-ზე თამაში საეჭვოა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ვოლფსბურგის" ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმა შესაძლოა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს. ფეხბურთელმა მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მარცხენა ფეხის ბარძაყის დაზიანება მიიღო.

როგორც "მგლების" ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გერმანელმა ტრავმა მიიღო და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. შესაბამისად, შესაძლოა იულიანმა ევროტურნირისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოასწროს და გერმანიის ნაკრებში ადგილი დაკარგოს.

მიმდინარე სეზონში დრაქსლერმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბუნდესნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელს 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.14745