თამაშგარე

19:11 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს პრეზიდენტები და ფეხბურთი

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროპული ფეხბურთის (იმათებურად კი სოკერის) პოპულარობა წლიდან-წლამდე იზრდება, ეს მაინც ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი სპორტის უპირველეს სახეობათა შორის ჯერ კიდევ ვერ დამკვიდრდა და ალბათ ეს კიდევ კარგა ხანს არ მოხდება.

ნათქვამია “რაც ერი ის ბერიო” და ცნობილი ამბავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებიც ფეხბურთში ნაკლებად ერკვეოდნენ, ეს არაერთხელ გამხდარა მედიის ქილიკის, დაცინვისა და ხითხითის საფუძველი. ცნობილი ამბავია მამა ბუშის შემთხვევა, რომელმაც თავის დროზე ფეხბურთს “ევროპელების ახირება” უწოდა.

ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა რამდენჯერმე ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩსაც კი დაესწრო, მაგრამ სპორტის ამ სახეობის სიყვარულითა და დიდი ცოდნით ვერც ის დაიკვეხნის. ერთი ისაა, რომ ობამამ წინამორბედებისგან განსხვავებით, კარგად იცის ფეხბურთის პოლიტიკური ფასი და ცდილობს თავი დასაცინად არ გაიხადოს, მაგრამ ისიც ამერიკელია და ფეხბურთს ბეისბოლი და გოლფი ურჩევნია. რა გინდა რომ ქნა?....

0.117198