ფეხბურთი

17:06 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" აკადემიის დირექტორი მწვრთნელთა კურსებზე დანიაში იმყოფებოდა

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" აკადემიის დირექტორი გიორგი დეკანოსიძე მწვრთნელთა განათლების კურსებზე ბრონდბიუში იმყოფებოდა, სადაც დანიელ, თურქ, შოტლანდიელ, უკრაინელ და ჩეხ კოლეგებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ცოდნას იღრმავებდა.

დანიიდან დაბრუნების შემდეგ დეკანოსიძემ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა:
"ქალაქ ბრონდბიუში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, სადაც მწვრთნელთა განათლების კურსები მიმდინარეობდა. გავცვალეთ აზრები და შეხედულებები, დიდი დრო დავუთმეთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების საკითხებს.
შეხვედრა მქონდა "ბრონდბიუს" აკადემიის ხელმძღვანელ კიმ ვილფოსტთან, დავესწარი U-14-ისა და U-19-ს საწვრთნელ პროცესებს, ასევე ამ კლუბის პირველი გუნდის ვარჯიშს. მქონდა საშუალება თვალი მედევნებინა ჩემპიონატის მატჩს "კოპენჰაგენსა" და "ბრონდბიუს" შორის. სტადიონზე ენით აუწერელი ატმოსფერო სუფევდა. საქმიანი ვიზიტი დანიის ფეხბურთის ფედერაციაშიც მქონდა, სადაც ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გეგმას გავეცანი. საკმაოდ დატვირთულ გრაფიკში მიწევდა ყოფნა, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები შედგა. დანიელებს სურთ და ცდილობენ, რომ "ბარსელონას" სტილში ითამაშონ. განსაკუთრებული ყურადღება ბურთის ფლობასა და ტექნიკაზე აქვთ გადატანილი, ასევე დიდ დროს უთმობენ ფიზიკურ მომზადებას.
ჩემში განსაკუთრებული გაკვირვება ერთმა გარემოებამ გამოიწვია - დანიაში დაახლოებით 5.5 მილიონი მოსახლე ცხოვრობს და 350.000 რეგისტრირებული ფეხბურთელი ჰყავთ", - აღნიშნა "საბურთალოს" აკადემიის დირექტორმა.

www.fcsaburtalo.ge

0.136763