ფეხბურთი

15:02 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “იმედია, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ”

ვეტერან იტალიელ ნახევარმცველ ანდრეა პირლოს, რომელიც ამჟამად ამერიკაში, კერძოდ, “ნიუ-იორკ სიტიში” ასპარეზობს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თამაშის სურვილი და იმედი აქვს. ამის შესახებ ტურინის “იუვენტუსისა” და “მილანის” ყოფილმა ლიდერმა sky sport-ს განუცხადა.

“ვმუშაობ, რადგან ეს ჩემი მოვალეობაა და ჩემს გუნდს ვჭირდები. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ, მაგრამ ჯერჯერობით ანტონიო კონტე არ შემხმიანებია. უკრაინაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ცუდად მახსენდება და იმედია, შანსი მომეცემა კიდევ ერთხელ ვითამაშო ამ ტურნირზე”, - განაცხადა ანდრეა პირლომ.

აღსანიშნავია, რომ პირლომ სანაკრებო კარიერა თავისივე სურვილით მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა, მაგრამ ნაკრებს მალევე, კონტეს თხოვნით დაუბრუნდა. თუმცა მოვლენები უცნაურად განვითარდა და მას შემდგომ, რაც იგი სათამაშოდ ამერიკაში გადაბარგდა, ანტონიო “სკუადრა აძურაში” აღარ იწვევს. იტალიურ მედიაში ხშირად წერენ, რომ დამდეგი ევროფორუმი ანდრეა პირლოს გარეშე ჩაივლის...

0.136545