სხვა

14:15 | 14.04.2016 | ნანახია 1638 - ჯერ

გაბრიჭიძეს მე-11 ადგილი ერგო

ნორვეგიულ ფიორდეში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები 77 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ღირსებას ირაკლი გაბრიჭიძე იცავდა, რომელმაც მე-11 ადგილის დაკავება შესძლო.

ქართველი ძალოსანი B ჯგუფში ასპარეზობდა და საერთო ჯამში, ექვსიდან 4 ცდა გამოიყენა. ირაკლიმ ატაცში 149 კგ. დასძლია, ხოლო აკვრაში – 175 კგ. ჯამში, მან 324 კგ. მოაგროვა და B ჯგუფში მე-3 მაჩვენებელი ჰქონდა, თანაც, ბულგარელ მეტოქეს მხოლოდ პირადი წონის გამო ჩამორჩა.

საინტერესოა, რომ B ჯგუფის გამარჯვებულმა რუმინელმა დუმიტრუ ჩაპტარიმ თავი 348 კგ-ს მოუყარა და საერთო ჩათვლაში მე-3 პოზიცია დაიკავა, რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება.

აი, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურები კი სომეხმა ძალოსნებმა დაიკავეს. ოქროს მედალი ანდრანიკ კარაპეტიანმა (367 კგ.) მოიპოვა, ხოლო ვერცხლი – ტიგრან მარტიროსიანმა (352 კგ.).

დღეს, ნორვეგიულ ფიცარნაგზე 85 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ და საქმეში რევაზ დავითაძესაც ვიხილავთ, რომელიც ასევე B ჯგუფში იასპარეზებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:08 | 15.04.2016
pirma (242)

B ჯგუფის ტელეტრანსლიაციები არ არის სამწუხაროდ.ქვემოთ მოყვანილ ლინკზე ნახავთ live-ცხრილს 105 კგ-ში,სადაც ალუდა მანაგაძე გამოდის. მალე დაიწყებაstripslashes((strlen('http://ewcforde2016.no/live-results/')>0?' http://ewcforde2016.no/live-results/':' http://ewcforde2016.no/live-results/'))

16:06 | 14.04.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

15:30 | 14.04.2016
federer (17) (15576)

დავითიძე გამოდის ახლა და პირველი ცდა გააფუჭა და მეორე ცდაზე აწია 145 კილო
1998 წელს არის დაბადებული ეს ბიჭი და შეიძლება დიდი მომავალი ქონდეს ამ ბიჭს

15:42 | 14.04.2016
federer (17) (15576)

150 კილო დააფიქსირა და ჯერჯერობით მე-3 პოზიციაზეა

15:49 | 14.04.2016
federer (17) (15576)

მე-5 დაასრულა პირველ მოძრაობაში დავითაძემ და მთელი A ჯგუფია დარჩენილი, მეგრამ ამ ასაკის ბიჭისთვის არ არის ცუდი შედეგი

14:50 | 14.04.2016
sabonis (9584)

როდის მოვა მძიმე წონა, ეს ბ ჯგუფია რა უბედურებაა.

14:22 | 14.04.2016
federer (17) (15576)

რომელ საათზე იწყება ეგეც დაწერეთ

14:43 | 14.04.2016
ukleba (17336)

6-ის ნახევარზე და ავროსპორტი აჩვენებს

0.122829