კალათბურთი

10:36 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” ისტორია გადაწერა (+VIDEO)

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ნბა-ს რეგულარული სეზონი 73 გამარჯვებით და 9 წაგებით დაასრულა, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. “მეომრებმა” 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზის” (72 მოგება, 10 წაგება) რეკორდი დაამხეს.

“გოლდენ სტეიტმა” გადამწყვეტ შეხვედრაში “ მემფისს” უპრობლემოდ 125:104 მოუგო (VIDEO).

“მეომრებმა” პირველსავე პერიოდში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რაც შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც გუნდს 46 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. კარიმ 19-დან 10 სამქულიანი 5-დან ხუთი ორქულიანი და 6-დან ექვსი საჯარიმო სროლა ჩააგდო. კარი ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, ვინ ერთ სეზონში 402 სამქულიანი ჩააგდო.

პლეი-ოფში “გოლდენ სტეიტი” “ჰიუსტონ როკეტსს” შეხვდება. პირველი შეხვედრა 16 აპრილს ოკლენდშია ჩანიშნული.

0.20305