ჩოგბურთი

0:17 | 14.04.2016 | ნანახია 2567 - ჯერ

შანიძე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ანა შანიძე, რომელიც მხოლოდ 14 წლის გახლავთ.

ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში კვალიფიკაციიდან დაიწყო და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც გერმანელი ლისა-მარი მაეჩკე 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

მერვედფინალში ანას მეტოქე კიდევ ერთი კვალიფიკანტი – შვეიცარიელი დანიელა ვუკოვიჩი იქნება. ამ უკანასკნელმა მე-3 ნომრად განთესილ ხორვატ სილვია ნჯირიჩს 6:0, 6:3 სძლია.

წყვილთა ტურნირში შანიძე და რუსი ანასტასია გასანოვა ნახევარფინალში არიან გასულნი, სადაც პირველი განთესვის მქონე ომანელ ალ ნაბჰანის და ავსტრალიელ მეიერს ეთამაშებიან.

თეგებიანა შანიძე

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:59 | 14.04.2016
Djoko (9552)

გადავუარეთ კატოკით ამასაც დღეს

09:30 | 14.04.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

02:19 | 14.04.2016
twister20 (65)

ვუნდერკინდი გვეზრდება საოცარია :O წარმატებები ანა :*

01:04 | 14.04.2016
naiki (5503)

აბა ანიკოს წარმატებები!

00:34 | 14.04.2016
Djoko (9552)

ანიიიიიიი ბოლომდე!

0.141846