ლონდინის "ჩელსის" მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. როგორც gazzetta dello sport-ი იუწყება, ფეხბურთელისადმი ინტერესი ტურინის "იუვენტუსმა" გამოიჩინა.
რამდენიმე დღის წინ ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო სეზონიდან კლუბის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე სერბი ფეხბურთელის ადგილს გუნდში ვერ ხედავს. შესაბამისად, მცველს ახალი გუნდის ძიება დაწყებული აქვს.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც სერბი "სტემფორდ ბრიჯზე" 2017 წლის ივლისამდე უნდა დარჩეს. ბრანისლავის სატრანსფერო ღირებულება 11 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ივანოვიჩმა 38 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.