ფეხბურთი

19:24 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემასთვის საფრანგეთის ნაკრები მნიშვნელოვანია

მაშინ როდესაც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს ქარიმ ბენზემას ეროვნულ გუნდში დაბრუნების საკითხი, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა განაცხადა, საფრანგეთის ნაკრები ჩემთვის მნიშვნელოვანიაო.

"ვოლფსბურგთან" მოგებული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის შემდეგ, ფედერაციის გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში ბენზემასთვის შეიძლება კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი აღმოჩნდეს. ნოელ ლე გრე და დიდიე დეშამი 15 აპრილს მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან და ქარიმის ნაკრებში დაბრუნება-არდაბრუნების ამბავს გაარკვევენ.

მანამდე ბენზემამ beIN Sports-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მშვიდადაა და თავდაჯერებული: "დიდებულ კლუბში ვთამაშობ. ყოველდღე ადგილისთვის ვიბრძვი. როგორც ბევრჯერ მითქვამს, საფრანგეთის ნაკრები ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, საკუთარ სამშობლოში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ვნახოთ რას გადაწყვეტენ და ვიმედოვნებ, კარგ ამბავს გავიგებ."

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119887