ფეხბურთი

19:05 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელე: “სრული კრიზისი გვაქვს, ხალხი მხოლოდ ნეიმარზე ლაპარაკობს”

ლეგენდარულმა პელემ ბრაზილიურ ფეხბურთში არსებულ კრიზისზე დაიჩივლა. მას გული წყდება, რომ ბრაზილიაში ვარსკვლავები თითქმის აღარ არიან და ხალხს ნეიმარის გარდა, არავისზე დარჩა სალაპარაკო:

“უკვე 5 წელია, ბრაზილიაში მხოლოდ ნეიმარზე საუბრობენ. ჩემს დროს კი იმდენი ვარსკვლავი თამაშობდა, თვლა არ იყო. ბრაზილიის ნაკრებში ყოველთვის მოიძებნებოდა მინიმუმ 5 ვარსკვლავი. ადრე ფეხბურთელები სიამაყით თამაშობდნენ “სელესაოში”, ახლა კი იგრძნობა მათი გულგრილი დამოკიდებულება ეროვნული გუნდისადმი. ბრაზილიურ კლუბებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ფეხბურთელები ბოლომდე შეინარჩუნონ და არ გაყიდონ, ამიტომაც, მოთამაშეები აგენტების ძიებაში არიან, აგენტები კი მათ ბედს განსაზღვრავენ და ხშირ შემთხვევაში უარყოფით გავლენას ახდენენ” – უთხრა პელემ ბრაზილიურ globo esporte-ს.

0.118502