ფეხბურთი

18:01 | 13.04.2016 | ნანახია 852 - ჯერ

16-წლამდელებმა რუმინეთთან 0:1 წააგეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა (2000 წელს დაბადებულები და უმცროსები) ბულგარეთში ოთხთა ტურნირზე მეორე მატჩი გამართა და რუმინეთთან 0:1 წააგო. შგახსენებთ, გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა გუშინწინ პირველი მატჩი ჩაატარეს, ბულგარეთთან 1:1 დაასრულეს და ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, პენალტები დაინიშნა, რომელშიც 3:5 წააგეს.

ზეგ ქართველები ხორვატიას შეხვდებიან. დღეს ხორვატია-ბულგარეთის მატჩიც იმართება, რომელიც ოდნავ მოგვიანებით დასრულდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12524