ფეხბურთი

15:36 | 13.04.2016 | ნანახია 0 - ჯერ

კაშიას და ყაზაიშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლებათ

არნემის “ვიტესს”, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი იცავენ, ზაფხულიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ჰოლანდიურ მედიას თუ დავუჯერებთ, ამჟამინდელი თავკაცის რობ მაასის გაშვება სეზონის ბოლოს არნემიდან გადაწყვეტილია.

როგორც vitesseinside.nl-ი იტყობინება, ზაფხულში “ვიტესს” გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰენკ თენ კატე ჩაიბარებს, რომელიც ამჯამად ყატარულ “ალ ჯაზირაში” მუშაობს. თენ კატე სხვათა შორის, საფეხბურთო კარიერას “ვიტესში” იწყებდა, თუმცა გაცილებით დიდ წარმატებას მან მწვრთნელობისას მიაღწია. ნამუშევარი აქვს “ბარსელონასა” და “ჩელსიში” ოღონდ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

ასევე გაუწვრთნია “აიაქსი” და “პანათანინაიკოსი”, ხოლო 1997-1998 წლების სეზონში “ვიტესს” ერთხელ უკვე ედგა სათავეში.

რაც შეეხება მაასს, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში პეტერ ბოში შეცვალა და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ იგეგმება.

“ვიტესის” ერედივიზიონში 30 ტურის შემდეგ 44 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა, რაც არნემული გუნდის ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:26 | 14.11.2017
ogafa (10220)

მსაჯმა მიქარა

19:06 | 10.11.2017
O. Mertskhali (8101)

მაფია უკვდავი თუა არ ვიცი, მარა ცოცხალი ნამდვილადაა

18:10 | 10.11.2017
drogba-11 (13246)

sasacilo isaa rom aratu xelze moxvda mxaric ki ar yopila da irlandias kide aket ar misces penalti shveicarieli ert epizodshi 2-jer sheexo xelit burts

15:29 | 10.11.2017
Germany12 (49)

ასეთი პენალტის დადება არ შეიძლება. არანაირად არ იყო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.087371