ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის 14 მსაჯი შეარჩია და ამ სიაში საერთაშორისო კატეგორის ქართველი მსაჯიც შეიყვანა - ვლადიმერ ნუცუბიძემ ოფიციალური მოწვევა უკვე მიიღო.
ოლიმპიურ რეიტინგში მოხვედრილი 6 მსაჯი ევროპის კონტინენტიდანაა, 3 - აზიიდან, 3 - ამერიკიდან და ამას ემატება კონტინენტური ქვოტით შერჩეული თითო მსაჯი აფრიკიდან და ავსტრალიიდან.
ნუცუბიძემ ბოლო პერიოდში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე მაღალი შეფასებები მიიღო, სტაბილურად ხვდებოდა ფინალური შეხვედრების მსაჯად და შედეგად, იგი პირველი მსაჯია საქართველოდან ვინც ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირს მოემსახურება.
ვლადიმერ ნუცუბიძე 46 წლისაა, 1999 წლიდან მსაჯობს კონტინენტურ საერთაშორისო შეჯიბრებებს, 2007 წლიდან კი მსოფლიო ლიცენზიის მფლობელია. მან მსოფლიოს 2 ჩემპიონატზე იმსაჯა.
ბოლო მონაცემებით, რიო 2016-ზე ასევე იმსაჯებენ: თემურ ყაზარაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ედიშერ მაჩაიძე (თავისუფალი ჭიდაობა) და რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა).
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე შერჩეული მსოფლიოს საუკეთესო 14 მსაჯი ძიუდოში
1 ხოსე მანუელ კორტესი (ესპანეთი)
2 ვანგ გუო ჩაო (ჩინეთი)
3 ოსაკო აკინობუ (იაპონია)
4 ვლადიმირ ვოსტრიკოვი (რუსეთი)
5 ვლადიმირ ჰნიდკა (ჩეხეთი)
6 ვენსან დრუო (საფრანგეთი)
7 ედისონ მინაკავა (ბრაზილია)
8 ვლადიმერ ნუცუბიძე (საქართველო)
9 ანა-მარია ფრიდრიხი (უნგრეთი)
10 ევერარდო გარსია (მექსიკა)
11 მაშბატ მუხბატი (მონღოლეთი)
12 გარი ტაკემოტო (აშშ)
13 ლიუბომირ პეტერი (ავსტრალია)
14 ლაიდ ჰამუში (აფრიკა)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამას დიდი ალბათობით ვარჯიშებზეც კი მაქსიმუმ 4-5 -ჯერ ექნება თავით ბურთი გატანილი
ყარაულის თოფი
))))))))))))))))
მე არ მინდა თქვენი ურა,
მე არ მინდა თქვენი ტაში,
ნეტა ის გამაგებინა,
ვინ გამარტყა ბურთი თავში.
რაღაცნაირი ფეხბურთელია თითქოს დიდი ვერაფერი მაგრამ ხანდახან გამოანათებს ხოლმე ჯარიმებიდანაც მახსოვს ამის ჩახვეულები. ხიმნასტიკში კარგი სეზონი ჰქონდა მაგრამ სევილიაში რისთვის გადავიდა მაგას ვერ მივხვდი
რა იღბალაა. მხარში გაარტყეს
ნუ რა ვქნა.. რაღაცნაირი ფეხბურთელია რა.. მიულერივითაა, თითქოს არაფერი მაგრამ.. კია ეგერ სადაცა ))
კაი გუნდი დადგა ჟილ ვისენტე და იმედია, დაეხმარება ეს იღბლიანი თამაში, თავის დამკვიდრებაში, აბუს..
ისე, დირიჟორობა მაგრად უყვარს.. ოღონდ, ხელებით დირიჟორობა