ფეხბურთი

5:39 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: “გამოწვევისთვის მზად ვართ”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი “პარის სენ-ჟერმენთან” მოგებული (1:0) მატჩის შემდგომ ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი 1/2 ფინალში სათამაშოდ მზადაა.

“შესანიშნავი გრძნობაა. ჩვენ ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. ყველანი ბოლომდე ვიბრძოდით. ბევრი შანსი არ გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ.

ეს იყო ბრძოლა. პირველ ტაიმში წინ გასვლას ვიმსახურებდით და ვიცოდით, რომ მეორე ნახევარი ძალიან რთული იქნებოდა. მოხარული ვარ, რომ შანსი მეორე ტაიმში გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ცხადია, 1/2 ფინალში ურთულესი მატჩი გველის, მაგრამ იოლი არც პსჟ-სთან შეხვედრა არ გახლდათ. შემდეგ შეხვედრას მოუთმენლად ველით და ვფიქრობ, რომ გამოწვევისთვის მზად ვართ”, – განაცხადა გუშინდელი შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორმა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” პსჟ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და არსებობის განმალობაში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში პირველად გავიდა.

0.133053