საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლევან ბაჯელიძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. ევრო 2017-ის საკვალაფიკაციო ეტაპის მატჩში ქართველი გოგონები სტუმრად ჩეხებს გაეჯიბრნენ. შეხვედრა ჩეხი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
“ჯვაროსნებმა” ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგეს და შესაბამისად, ბოლო ადგილზე იმყოფებიან. ქალთა გუნდი მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას 3 ივნისს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ოპავა, მესტსკი ფოტბალოვი
ჩეხეთი – საქართველო 4:1
ჩეხეთი: ბედნარიკოვა, სედლაჩკოვა (54’ დლასკოვა), ბერტჰოლდოვა, მარტინკოვა, ვონკოვა, სვიტკოვა, ივანიცოვა, კაჰინოვა (78’ ბუჟკოვა), ნეციდოვა, ჩლასტაკოვა (61’ ბარტონოვა).
მწვრთნელი: სტანისლავ კრეიჩიკი.
საქართველო: ნადირაშვილი, თოდაძე, მატვეევა (57’ ბასილაძე), ჭიჭინაძე (37’ ჩხარტიშვილი), ბაქრაძე, ჩემინავა, დანელია, ტატუაშვილი, ზაქაიძე (46’ გორგაძე), სხრიტლაძე, სუთიძე.
მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე.
მსაჯი: ფრიდა ნელსენი (დანია).
გაფრთხილება: 37’ სხირტლაძე, 66’ თოდაძე, 81’ დანელია, 86’ მარტინკოვა.
გოლები: 1:0 მარტინკოვა (3), 2:0 ზაქაიძე (13, აგ.), 2:1 სხირტლაძე (45), 3:1 ვონკოვა (51), 4:1 მარტინკოვა (57).
სფფ-ს პრესსამსახური