ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.
მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა რუს დენის მაცუკევიჩს 6:0, 6:4 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც უზბეკ ხუმოიუნ სულტონოვს ეთამაშება.
ცნობისთვის, ეს უკანასკნელი “უაილდ ქარდით” ირჯება და პირველ წრეში ბულგარელი ვასკო მლადენოვი 4:6, 6:1, 7:6 (7:3) დაამარცხა.