12 აპრილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების მეორე სესია. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებისა და მოწვეული სპორტის ექსპერტების მიერ განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- ოლიმპიური თამაშები – სტრუქტურა, წესები, ცერემონიები
- თანამედროვე კვლევის მეთოდები სპორტის მენეჯმენტში
- სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციები
- ოლიმპიური მოძრაობის განვითარება რეგიონში
- ადამიანური რესურსების დაგეგმვა, განვითარება, მართვა.
მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პირველი სესიის პერიოდში განხილულ მათთვის საინტერესო თემებზე, როგორიცაა: მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, ადამიანური რესურსების მართვა, PR საკითხები – პრობლემები და მათი გადაჭრის გზები და სხვა.
დღის ბოლოს სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა (კურსის დირექტორი) რუსუდან აფციაურმა უპასუხა მონაწილეთა შეკითხვებს, განიხილა საპრეზენტაციო მასალები და განსაზღვრა მომავალი შეხვედრის ამოცანები.
www.geonoc.org.ge