ფეხბურთი

16:04 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პერინს ევროპის ჩემპიონატი გაუცდება

“ჯენოასა” და იტალიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯ მატია პერინისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ამის შესახებ ლიგურიული გუნდის ვებგვერდი გვატყობინებს. როგორც ირკვევა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ნიჭიერმა მეკარემ მძიმე დაზიანება მიიღო. კერძოდ, მას მარჯვენა მუხლი დაუზიანდა, რის გამოც მოედანზე მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვერ გავა. რაც იმას ნიშნავს, რომ 23 მეკარე საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება.

მოგეხსენებათ, პერინი ჯიჯი ბუფონისა და სალვატორე სირიგუს მერე “სკუადრა აძურას” მესამე კიპერად მიიჩნევა.

პერინმა მიმდინარე სეზონში “ჯენოას” შემადგენლობაში 25 მატჩში დაიცვა. 2014 წელს იგი მსოფლიო ჩემპიონატზეც იყო თავის მშობლიურ ნაკრებთან ერთად. სხვათა შორის, მისი სამსახურით დაინტერესებას რამდენიმე წამყვანი ევროპული გუნდი გამოთქვამდა, მაგრამ ხსენებული ტრავმის შემდეგ ნაკლებდ სავარაუდოა დამდეგ ზაფხულს მატიამ კლუბი გამოიცვალოს.

0.111129