ფეხბურთი

15:00 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მილანი” ბროკის ჩააბარეს

იტალიურ “მილანს” მიმდინარე სეზონის ბოლომდე კრისტიან ბროკი უხელძღვანელებს. აღნიშნულ ინფორმაციას “როსონერის” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. ახალგაზრდა სპეციალისტს ლომბარდიული გრანდი მედიის წინაშე ოთხშაბათს წარადგენს.

40 წლის სპეციალისტი დღეს დათხოვილ სინიშა მიხაილოვიჩს ჩაანაცვლებს, რომლის მუშაობითაც “მილანის” მესვეურები უკმაყოფილონი დარჩნენ. ბროკის უმაღლეს საფეხბურთო დონეზე მწვრთნელობის გამოცდილება არ აქვს. აქამდე კი “როსონერის” ახალგაზრდულ გუნდს წარმატებით ედგა სათავეში.

როგორც იტალიური მედია წერს, ბროკის გაწვრთნილი გუნდი უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებდა და მასზე არჩევანიც სწორედ ამიტომ შეჩერდა. იგი 4-3-3 და 4-3-1-2 ტაქტიკური სქემით თამაშს ანიჭებს უპირატესობას.

“მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით წლეულს 7 მატჩის გამართვა მოუწევს – 6 სერია A-ში და მეშვიდე, უმთავრესი დაპირისპირება იტალიის თასის ფინალში 21 მაისს, ტურინის “იუვენტუსთან”.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კარიერა ბროკიმ სწორედ “მილანში” დაიწყო და კარიერის უმეტესი ნაწილიც იქ გაატარა. კერძოდ, 1994-1998 (ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია) და 2001-2008 წლებში. 2001 წელს "ბრეშასთან" სადებიუტო შეხვედრაში გოლიც გაიტანა. კარიერა კი, 2013 წელს რომის “ლაციოში” დაასრულა.

0.116169