ჰოკეის ამერიკელი გულშემატკივარი საყვარელი კლუბის მორიგ მატჩზე წასვლის წინ, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ შინ 100 ათასი დოლარით გამდიდრებული დაბრუნდებოდა. “ორლანდო სოლარ ბეარსის” (აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს ჰოკეის ლიგის კლუბი) იღბლიანი ფანი სოლიდურ თანხას მას შემდეგ დაეუფლა, რაც კარი მოედნის ცენტრიდან დალაშქრა, ყველაზე რთული კი ის გახლდათ, რომ მას შაიბა 7.5 სანტიმეტრიან ღრიჭოში უნდა გაეძვრინა. დაგვეთანხმებით, წარმატების მიღწევის შანსი მიზერული გახლდათ, თუმცა, ცხოვრებაში ასეთი ამბებიც ხდება.







