ჩოგბურთი

13:49 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ საწყისი რაუნდი იოლად დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის პირველი რაუნდი იოლად დასძლია.

შაფათავამ “უაილდ ქარდის” მქონე თურქ სელინ ოვუნჩს 6:2, 6:1 მოუგო და მერვედფინალში გააღწია, სადაც ბულგარელ ისაბელა შინიკოვას ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა საწყის წრეში პირველ ნომრად განთესილ ტაივანელ სუ-ვეი ჰსიეს 6:3, 6:3 სძლია.

ისიც ვთქვათ, რომ დღესვე შაფათავას წყვილთა ტურნირის მატჩიც ელის. სოფო და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა, რომელთაც მე-2 განთესვა გააჩნიათ, ძალებს შვედურ-ინდურ დუეტთან (ლისტერი-რაინა) მოსინჯავენ.

0.13425