ფეხბურთი

13:35 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონში” კილასონია ჯელაძემ შეცვალა

ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვარლამ კილასონია არმაზ ჯელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ბოლნისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

“საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონსა“ და ვარლამ კილასონიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. კლუბის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სპეციალისტის თხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით, რაც მისი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო იყო გამოწვეული და ვარლამ კილასონიას განცხადება დააკმაყოფილა. ბოლნისის „სიონის“ სახელით, მადლობას ვუხდით ვარლამ კილასონიას გუნდში ჩატარებული სამუშაოებისთვის. ვუსურვებთ გამოჯანმრთელებასა და წარმატებებს კარიერაში. ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს არმაზ ჯელაძე დაიკავებს” - აღნიშნულია კლუბის ოფიციალური განცხადებაში.

ვარლამ კილასონია „სიონს“ გასული წლის მაისიდან წვრთნიდა. ბოლნისელები მიმდინარე სეზონში 24 ტურის შემდეგ 43 ქულით უმაღლესი ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

0.128365