მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის ჩემპიონატში ცხრილში მეზობლად მყოფი “პინარ ქარშიაქა” მიიღო და 78:67 სძლია.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14:15 წუთი გაატარა და 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტამბოლელთა მხრიდან 25 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო ლუკ ჰერენგოდი იყო, კიდევ ერთმა ამერიკელმა სკოტი ვილბეკინმა კი 13 ქულა ჩააგდო.
“დარუშაფაკა” 16 მოგებით და 8 მარცხით მე-5 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა, მეოთხეადგილოსან “ბანვითს” თამაშით ჩამორჩება. ქართველი მცველის კლუბი მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, სტუმრად, “ბეშიქთაშთან” გამართავს.