“ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ გასულ უქმეებზე “დენ ჰააგს” გოლი გაუტანა, თუმცა მისმა გუნდმა ვერ მოიგო (2:2) და მეშვიდე ადგილზეა. კაშიამ ჰოლანდიურ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ “ვიტესი” მაინც ახალგაზრდული გუნდია და ხანდახან არ ჰყოფნის ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც რაიმე განსაკუთრებულს შექმნიან, ანუ მატჩის გმირად მოგვევლინებიან:
“ხანდახან მატჩის გმირის გამოჩენას ველოდები. გასულ სეზონში გვყავდა ბერტრანდ ტრაორე და მარკო ვეინოვიჩი. ახლაც გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არა განსაკუთრებული კლასისანი. ეგებ ვაკო ყაზაიშვილი? კი, მაგრამ მასაც მეტი თავდაჯერება და რწმენა სჭირდება. ვიცით, რომ ბევრი ახალგაზრდა გვყავს, მაგრამ ეს წარუმატებლობას არ ამართლებს. ახლა ყველამ ხასიათი უნდა გამოამჟღავნოს, რათა ჩემპიონატის ფლეი-ოფში მოვხვდეთ”.