მადრიდის “რეალსა” და კრიშტიანუ რონალდუს ჰოლანდიაში დასცინეს. მოგეხსენებათ, “სამეფო კლუბმა” “ელ კლასიკოში” მოგების შემდეგ “კამპ ნოუს” გასახდელში ფოტო გადაიღო, რომელსაც შემდგომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჰოლანდიაში კი ერთბაშად ორმა გუნდმა “რეალს” მიბაძა; კერძოდ, “ალმერ სიტის” ფეხბურთელებმა და “დასენზ ბოისის” ქალთა გუნდმა. ორივე შემთხვევაში ფოტო თითქმის იდენტური იყო და ერთი მათგანი კრიშტიანუ რონალდუს განასახირებდა.
მოკლედ, “რეალმა” პატარა ჰოლანდიურ გუნდებსა და ფეხბურთელებს, გასართობი საქმე გაუჩინა...