“ტორონტო რეპტორზის” მცველმა დემარ დეროზანმა გუნდის ყოფილ ვარსკვლავს ვინს კარტერს გადაასწრო და კანადური კლუბის ისტორიაში მე-2 საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
“ნიუ იორკ ნიქსთან” საკვირაო შეხვედრაში დეროზანმა ქულათა მონაგარი 9 426-მდე აიყვანა, კარტერს კი “რეპტორზში” გატარებულ 6.5 წელიწადში 9 420 ქულა აქვს აღებული.
ტორონტოელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად კრის ბოში რჩება, რომლის აქტივშიც 10 275 ქულა აქვს.