ჩოგბურთი

14:53 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე სტამბოლის ტურნირში ითამაშებს

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა თურქეთის ქალაქ სტამბოლში იმყოფება და 50-ათასიან საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.

თუ ვინ იქნება სოფოს პირველი მეტოქე, საკვალიფიკაციო ბადის მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, რომელშიც ეკატერინე გორგოძეც ჩაერთო, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.

გორგოძე კვალიფიკაციაში მე-7 ნომრად განთესილი იყო განთესილი და პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე თურქ აზრადერიზ ჩომლეკი 6:2, 6:1 დაამარცხა, შემდეგ კი უზბეკ აკგულ ანანმურადოვასთან, რომელიც 6 წლის წინ მსოფლიოს 50-ე ჩოგანიც კი გახლდათ, 5:7, 3:6 დამარცხდა.

0.117927