„დალას მავერიკსს“ პლეი ოფში გასვლა გადაედო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა წუხელ ლოს ანჯელესში „კლიპერსთან“ 91:98 წააგო და ამის მიუხედავად დასავლეთ კონფერენციის რვეულში შესვლა შეეძლო, თუმცა კონკურენტმა „ჰიუსტონმა“ იმარჯვა და პლეი ოფში შესასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
დალასს 41 მოგება და 39 წაგება აქვს. ჰიუსტონს კი - პირიქით, რაც ამ უკანასკნელს შანსს უტოვებს, დარჩენილი 2 შეხვედრა მოიგოს და დალასელთა წაგების იმედზე იყოს. ბრძოლაშია მესამე გუნდიც - იუტა ჯაზმა დღეს დენვერში იმარჯვა და 40 მოგების წილ 39 მარცხი გააჩნია. მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ იუტა და დალასი - სოლტ ლეიკ სიტიში ხვდებიან. გამარჯვების შემთხვევაში დალასი პლეი ოფში გავა, ვერა და ბოლო ტურში სან ანტონიოს დამარცხების, ან კონკურებტი ჰიუსტონის წაგების იმედზე უნდა იყოს.
რაც შეეხება გასულ მატჩს, დალასელებს ლოს ანჯელესში შანსი ფაქტობრივად არ ჰქონიათ. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მძლავრი მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 27:12 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 17 ქულით დაწინაურდნენ. კლიპერსს დაუბრუნდა ბლეიკ გრიფინი, რომელმაც ტრავმების გამო 4 თვე გამოტოვა. გრიფინმა 17 ქულასთან ერთად 11 მოხსნა მიითვალა, ბომბარდირი კი 20 ქულით ჯეი-ჯეი რედიკი გახდა.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. დალასელებს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდათ დერონ უილიამსი, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი რეიმონდ ფელტონმა 21 ქულით დააფიქსირა.
დალასელებს უპირატესობა კი აქვთ, მაგრამ კალენდარი არ უწყობთ ხელს. ფაჩულიას გუნდი ბოლო 2 მატჩში იუტას და სან ანტონიოს ხვდება, კონკურენტი ჰიუსტონი კი მინესოტასა და საკრამენტოს. იმედს ვიტოვებთ დალასი 1 მატჩს მოიგებს, ანაც ჰიუსტონი 1-ს წააგებს, რითაც ფაჩულიას გუნდი პლეი ოფში შევა.
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სხვანაირად ვერ ავხსნი მაგის საქციელს-- ზუსტად გადამწყვეტ მომენტში რალასმა 5 ქულამდე რო ამოქაჩა ანგარიში და თამაშიც წაუვიდათ მაგ დროს დასვა ძირითადები სკამზე და ლამის მესამე შემადგენლობა გამოიყვანა ! ამას პლიუს ცენტრად პაუელი დააყენაა !! ზუსტად მაგის მერე გაილაღსე გრიფინმა და ჯორდანმა და ყარეს ბურთები ფარქვეშიდან !ბოლოს სულ გაუბერა და ის შტერი მაკგი გამოიყვანა D ამას პლიუს ასეთ გადამწყვეზთ თამაშში ბარეა ბოლო თამაშებში თავი რომ გაიგიჟა და სასწაულებს ჩადიოდა)საერთოდ არ გამოიყვანა ! ან კიდევ იმას ჩალიჩობს რომ მეშვიდე ადგილზე გავიდნენ და სან ანტონიოს შეხვდნენ ბოლო სამი თამაში რომ წააგეს გონია რომ პოლეიოფშიც ასე გააგრძელებენ D ის კი არ იცის რომ დანკანი ლეონარდი პარკერი და ლამარკუსა დაახევებ ბურთს თავზე DD
არა რაა ასიანი იმ ქლიავ კარლაილს დადებული აქვს ტოტალიზატორში დალასის არ გასვლაზეე და ძალით აგებს თამაშებს ! DD
არა რაა იმ იდიოტ კარლაილს ასიანი დადებული ექნება ტოტალიზატორში დალასის არ გასვლაზე პლეიოფში D ზუსტად გადამწყვეტ მომენტში როცა დალასმა 7 ქულამდე ამოქაჩა ანგარიში მაშინ დასვა სკამზე ძირითადები და ლამის მესამე შემადგენლობა გამოიყვანა @ ამას პლიუს ფაქტიურად მაღალი მოთამაშეც არ დატოვა მოედანზე და ცენტრად პაუელი დააყენა და ზუსტად ამის მერე გაილაღეს გრიფინმა და ჯორდანმა ფარქვეშ ! მერე ის შტერი მაკგი გამოიყვანა და სულ ჩააფლავა თამაში ამას პლიუს ასეთ გადამწყვეტ თამაშში ბარეა (ამ ბოლო დროს თავი რომ გაიგიჟა და საწაულად ათამაშდა)საერთოდ არ ათამაშა !! ან კიდევ იმას ჩალიჩობს რომ მეშვიდე ადგილზე გავიდნენ და სან ანტონიოს შეხვდნენ ალბათ გონია რადგან ბოლო 3 თამაში წააგეს პლეიოფშიც გააგრძელებენ წაგებებს DD არადა დანკანი ლეონარდი პარკერი და ლამარკუსა დაახევენ ბურთს თავზე და ნოლზე მოუგებენ სერიას !!
რა დავწერე ეხლა ისეთი ? კარლაოლს კეთილები მოვუკითხე მეტი ხო არაფერი DD
კარგად დაიწყო მარა მერე ორსამჯერ ფარქვეშ შეეპარა ჯორდანი
საერთოდ ზაზა რომ თამაშობს დალასში, თორემ საერთოდ არ არის ღირსი ეგ გუნდი პლეიოფის
, საზიზღრად თამაშობენ 
ძალიან მოუკლო დალასმა
და ეს ყველაფერი სათავეს იწყებს სწორედ ზაზას სათამაშო დროის შემცირების მერე და სირი უნდა იყოს მწვრთნელი ამას რომ ვერ ხვდებოდეს
ვუყურე თამაშს, მგონი დალასის მწვრთნელი ძალად უჩალიჩებს თავის გუნდ წაგებებს, ზაზას თამაში წაუვიდა და კარლაილმა კიდე სათადარიგოდ დასვა, გამოიყვანა არაფრის მაქნისი ლი და კიდევ უფრო ზარალი აყლალუყდა თურქი ცენტრი გვარი არც ვიცი...
თურქი არაა, ტუნისელია (სალაჰ მეჯრი)
მეჯრი რომ გექნება გვარი სხვანაირად ვერც ითამაშებ, ეგრევე ჯორდანს დაეტაკებოდა და ფოლებს იღებდა სპეციალურად, რომ დეანდრეს გაეფუჭებინა, აი ამაზე ააგო კარლაილმა მთელი მეორე ტაიმი, ნბა თუ სირბა დალასის შესრულებით ვეღარ გაიგებ ბოლო დროს...