ფეხბურთი

3:24 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” გამარჯვების გემო გაიხსენა

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. დღის ცენტრალური შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი ”ვალენსია” “სევილიას” დაუხვდა და 3 ქულის მოპოვება 92-ე წუთზე მოახერხა.

“ღამურები” პირველ ნახევარში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ან გადამწყვეტ ფაზაში სცოდავდნენ, ან კიდევ სერხიო რიკო თამაშობდა კარგად. მასპინძლებმა ტაიმის ბოლოს მაინც გაიტანეს: 41-ე წუთზე დანიელ პარეხომ საჯარიმო დარტყმა მშვენივრად შეასრულა. შესვენებამდე გატანა სანტი მინასაც შეეძლო, მაგრამ ძელს გაარტყა, ხოლო დამატებაზე ყველას პარეხომ დაასწრო, თუმცა რიკომ კარგად ითამაშა და “ლოს ჩეს” ყოფილ კაპიტანს დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა.

მეორე ტაიმში “სევილიამ” თამაში გაათანაბრა და რამდენიმე საგოლე შანსიც შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთი ზუსტი აღმოჩნდა: 86-ე წუთზე კრონ-დელის გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე კევინ გამეირო აღმოჩნდა, რომელმაც დიეგო ალვეშს ახლო კუთხეში გაუტანა. “ღამურებს” ფრე ნამდვილად არ აწყობდათ და დარჩენილ დროში მთელი ძალებით წავიდნენ წინ, რამაც შედეგი მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე გამოიღო: პარეხოს ჩაწოდებულს შეცვლაზე შემოსული ალვარო ნეგრედო გამოეხმაურა და შეხვედრის გმირი გახდა – 2:1.

“ვალენსიამ” 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, 37 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას 9 ქულით მოშორდა.

“ვილიარეალმა” შინ “ხეტაფე” მიიღო, დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა. პირველ ნახევარში დამიან სუარესმა გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში ვისენტე გუაიტას დამწუხრება ჩინებულ ფორმაში მყოფმა სედრიკ ბაკამბუმ მოახერხა – 2:0.

“ყვითელი წყალქვეშა ნავები” 60 ქულით მე-4 ადგილზე არიან და მე-5 ადგილოსან “სელტას” 8 ქულით უსწრებენ.

“ბილბაომ” საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანო” დაამარცხა ინიაკი უილიამსის გოლით, ხოლო “სელტას” “ხიხონთან” გამართულ საგარეო მატჩში ნოლიტომ მოაგებინა.

ხიხონი – სელტა 0:1 (0:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე, ლ.ერნანდესი, ვრანჟესი, ი.ლოპესი, ს.ალვარესი, კასესი, პ.პერესი (ჰალილოვიჩი 69), კარმონა (კ.კასტრო 60), ხონათანი (ნდი 77), სანაბრია.
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

სელტა (4-3-3): ბლანკო, კაბრალი, ს.გომესი, პლანასი, ხონი, რადოია, ვასი, ორელიანა (მალიო 91), ასპასი (პ.ერნანდესი 63), ნოლიტო, გუიდეტი (ბივუ 83).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: ნოლიტო (64)
გაფრთხილებები: ვრანჟესი, კასესი – ხონი, ორელიანა, ვასი, გუიდეტი, ბლანკო
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ვალენსია – სევილია 2:1 (1:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, აბდენური, ბარაგანი, სიკეირა, ფუეგო, პარეხო, გომეში, მინა (ფეგული 77), როდრიგო (ე.პერესი 65), ალკასერი (ნეგრედო 86).
მწვრთნელი: პაკო აიესტარანი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, ფასიო, ესკუდერო, კოკე, კრიხოვიაკი, კრისტოფორო (გამეირო 60), მუნიოსი (ვიტოლო 46), ბანეგა, კრონ-დელი, ლორენტე (კონოპლიანკა 70).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 პარეხო (41), 1:1 გამეირო (86), 2:1 ნეგრედო (92)
გაფრთხილებები: მუსტაფი, ე.პერესი – ლორენტე, რამი
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ვილიარეალი – ხეტაფე 2:0 (1:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ბაილი, რუისი, გასპარი, რუკავინა, სორიანო, პინა, კასტილიეხო (ტრიგეირასი 84), დენის სუარესი (ჯ.დოს სანტოსი 78), ადრიანი (ბაკამბუ 74), ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ხეტაფე (4-4-2): გუაიტა, ხ.როდრიგესი, კალა, დამიან სუარესი, ა.პერეირა, ლასენი, მედრანი (ვანდერსონი 83), ლეონი (ვ.როდრიგესი 78), სარაბია, ბუენდია (ვაზკესი 73), გოიტომი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0 დ.სუარესი (15), 2:0 ბაკამბუ (85)
გაფრთხილებები: რუკავინა, სორიანო – კალა, მედრანი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ბილბაო – რაიო ვალეკანო 1:0 (0:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ბოვედა, ეჩიტა, ლეკუე, დე მარკოსი, მ.რიკო (ბენიატი 52), იტურასპე, სუსაეტა (ადურისი 52), რ.გარსია, მუნიაინი, უილიამსი (სან ხოსე 64).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

რაიო ვალეკანო (4-4-2): ხ.კარლოსი, კრესპო, ზე კასტრო, ქუინი, ნ.მარტინესი (ემბარბა 64), ტრაშორასი, ბაენა, ბებე, პ.ერნანდესი, გერა, მიკუ (მანუჩო 80).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: უილიამსი (61)
გაფრთხილებები: რ.გარსია – ნ.მარტინესი, ბაენა, ზე კასტრო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
0.171692