ფეხბურთი

19:18 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას გუნდმა ნიურნბერგში მოიგო

მეორე ბუნდესლიგაში სენსაციური მატჩი გამოცხვა, გიორგი ჭანტურიას “დუისბურგმა” მესამეაადგილოსან “ნიურნბერგს” სტუმრად 2:1 მოუგო. ჭანტურიას გუნდი ბოლო ადგილზეა, თუმცა გადარჩენის შანსი გაუჩნდა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და რამდენჯერმე გაამწვავა შეტევები, ეგაა, გოლი არ გაუტანია და საგოლე პასიც არ გაუკეთებია.

“ფრაიბურგმა” შინ 4:3 აჯობა “ზანქტ პაულის” და ლიდერობს. მასპინძელთა განაცხადში წლეულს პირველად გამოჩნდა ლუკას ჰუფნაგელი, თუმცა არ უთამაშია. შეგახსენებთ, ორი თვის წინ ჰუფნაგელს ვირუსი შეეყარა მძიმე ფორმებში.

იტალიის სერია ა-ში “ემპოლიმ” “ფიორენტინას” 2:0 სძლია და მე-12 ადგილზეა. ლევან მჭედლიძეს არ უთამაშია, სათადარიგო გახლდათ.

0.112162