ფეხბურთი

14:18 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რატომ არ ენდობა ლუჩესკუ მთავარ გუნდში არაბიძეს?..

იმედისმომცემი ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე ბოლო დროს დონეცკის “შახტარის” მთავარ გუნდში იშვიათად ჩნდება. არადა, დონბასურ გუნდში გასულ ზაფხულს ჩარიცხული 18 წლის ქართველი მირჩა ლუჩესკუს თვალში მოსდის და პირველ გუნდში ხშირად ავარჯიშებდა და ამასთან თამაშის საშუალებასაც აძლევდა.

მას გასულ წელს დებიუტი უკრაინის თასზე და უკრაინის პრემიერლიგაშიც ჰქონდა. იანვარში კი გუნდთან ერთად ამერიკულ შეკრებაზე გახლდათ, სადაც თავი არ შეურცხვენია. მერე ლუჩესკუმ იგი ევროპა ლიგის განაცხადშიც შეიყვანა, მაგრამ ამ ტურნირზე “შახტარმა” 5 მატჩი ჩაატარა და გიორგი არცერთხელ ყოფილა გუნდში მიწვეული.

ამასთან, არაბიძე 21-წლამდელებში ცუდად არ თამაშობს და ბოლო ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

გუშინ “სტალთან” თამაშის წინ (21-წლამდელები) უკრაინელმა ჟურნალისტმა რუმინელ სპეციალისტს არაბიძეზე ჰკითხა, თუ რატომ არ თამაშობს გიორგი არაბიძე, რომელიც როგორც წესი, მთავარი გუნდთან ერთად ემზადება, ლუჩესკუმ მოკლედ უპასუხა:

“თუ იცნობთ სიტუაციას, გეცოდინებათ, რომ დღეს დუბლების თამაშია. არაბიძეც იქაა”.

ალბათ, მალე გამოცდილი რუმინელი ქართველ ფეხბურთელს მთავარ გუნდში ისევ უხმობს, რადგან არაბიძე ასაკის მიუხედავად 21-წლამდელების ნამდვილი ლიდერია და თანაც, მირჩა მის შესაძლებლობეს უკვე იცნობს და ასევე, ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევა.

0.115427