ფეხბურთი

13:29 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის მორიგი ლამაზი ჯარიმა "შახტარში" (+VIDEO)
"სტალი" (U21) - "შახტარი" (U21) 2:4

გიორგი არაბიძემ დონეცკის შახტარის 21-წლამდე გუნდში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა როგორც წინა ტურში, ამჯერადაც ჯარიმის გატანა მოახერხა. 66-ე წუთი იყო, როცა “შახტარი” სტუმრად “სტალს” უზავდებოდა (2:2) და გიორგიმ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა მოიპოვა, რომელიც თავადვე ჩინებულად შეასრულა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, არაბიძე მთელი თამაში აქტიური იყო – სანამ გოლს გაიტანდა, მანამდე საგოლე პასიც შეასრულა: 29-ე წუთზე კუთხური ჩააწოდა და სგუტკინმა მისი პასით გაათანაბრა.

მოკლედ, ტრავმის შემდეგ ნიჭიერი ქართველი ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება და გასაკვირი არ იქნება თუ სულ მალე, მირჩა ლუჩესკუ მას მთავარ გუნდში ისევ იახლებს.

0.444067