კალათბურთი

12:48 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტის” 71-ე გამარჯვება

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი თამაში გაიმართა.

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “მემფისს” 100:99 მოუგო და მიმდინარე სეზონში 71-ე შეხვედრა მოიგო. “მეომრებს” 1995/96 წლების “ჩიკაგოს” რეკორდის (72 მოგება 10 წაგება) დასამხობად დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება სჭირდებათ. “ოქროს შტატელები” მომდევნო შეხვედრაში ტეხასში “სან ანტონიოს” შეხვდებიან და შემდეგ საკუთარ დარბაზში “მემფისს” დაუპირისპრდებიან.

რაც შეეხება “დათვებთან” შეხვედრას. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე “გოლდენ სტეიტი” 10 ქულით აგებდა, თუმცა კარის ტომპსონის და გრინის წყალობით გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, შეხვედრის ბოლო წამზე “დათვების” გამთამაშებელ სტივენსონს შეეძლო თავისი გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა.

“გოლდენ სტეიტში” 23 ქულით და 11 მოხსნით დრეიმონდ გრინი გამოირჩა, კარიმ 17 ქულა ჩააგდო და კარიერაში 11 006 ქულ ადაუგროვდა.

“ჩიკაგომ” შინ “კლივლენდი” 105:102 დაამარცხა. “კავალიერსი” “ხარებს მესამე პერიოდის ბოლოს 10-ქულით ამარცხებდნენ, თუმცა ჯიმი ბატლერის კარგი თამაშის წყალობით “ჩიკაგომ” თამაში შემოატრიალა და პლეი-ოფში გასვლის თეორიუილი შანსი დაიტოვა. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზეა, ბატლერმა 21 ქულა ჩააგდო.

“ნიუ ორლეანი” – “ფინიქსი” 100:121 (22:32, 25:23, 20:30, 33:36)

https://www.youtube.com/watch?v=DXZgVmu2ngw

“ატლანტა” – “ბოსტონი” 118:107 (34:32, 33:39, 26:20, 25:16)

https://www.youtube.com/watch?v=9MCx-ODMF0k

“მემფისი” – “გოლდენ სტეიტი” 99:100 (28:31, 22:22, 28:17, 21:30)

https://www.youtube.com/watch?v=EzVlijhpYg4

“ჩიკაგო” – “კლივლენდი” 105:102 (27:31, 25:23, 27:28, 26:20)

https://www.youtube.com/watch?v=jai2l4gZMaU

“პორტლენდი” – “მინესოტა” 105:106 (28:21, 21, 32, 23:22, 33:31)

https://www.youtube.com/watch?v=fpAT93wzMcs

“საკრამენტო” – “ოკლაჰომა” 114:112 (22, 30, 34:22, 27:32, 31:28)

https://www.youtube.com/watch?v=gYCT61pQufA

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124359