ფეხბურთი

19:50 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონი" ლუკაკუში 65 მილიონ ითხოვს

"ევერტონის" ხელმძღვანელობა მზადაა ზაფხულში რომელუ ლუკაკუ გუნდიდან გაუშვას. როგორც The Mirror-ი იუწყება, ლივერპულელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 65 მილიონი გირვანქა სტერლინგი სურთ.

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისადმი ინტერესს "ჩელსი", "ბაიერნი", "იუვენტუსი", "რეალი" და პსჟ იჩენენ.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლუკაკუს სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონიდან 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.113416