"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კლუბის ფეხბურთელებს ხელფასებიდან 14 მილიონ გირვანქა სტერლინგს ჩამოაჭრის თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის შემთხვევაში "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელების საერთო ხელფასების რაოდენობა თითქმის განახევრდება.
ამ დროისთვის ლუის ვან გაალის გუნდი მე-5 ადგილზე 53 ქულით იმყოფება. 10 აპრილს "მანჩესტერი" სტუმრად "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ თანაქალაქელ "სიტისთან" ქულათა სხვაობას ერთამდე შეამცირებს.