კალათბურთი

20:29 | 9.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმმა“ ლიდერობა დაიბრუნა

მიმდინარე ჩემპიონატის 25-ე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „რუსთავი“ და „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ. „ბათუმი“ ამ სეზონში კარგად თამაშობს და სისტემატიურად ლიდერთა შორის იმყოფება. რაც შეეხება „რუსთავს“, სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ბოლოს ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა აშკარად გაიუმჯობესა.

კაელ ტურპინისა და ნიკოლა გაჩეშას აქტიური თამაშის წყალობით პირველი მეოთხედი „რუსთავმა“ 17:10 მოიგო. მომდევნო მეოთხედში ზღვისპირელები გააქტიურდნენ. „რუსთავის“ ყოფილი მოთამაშის, ცენტრალური თავდამსხმელის აკაკი დვალიშვილის აქტიური თამაშის შედეგად ახლა ზღვისპირელები დაწინაურდნენ, რომელთა უპირატესობა 10 ქულასაც კი აღემატებოდა. თამაშის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. მეოთხე მეოთხედის მესამე წუთზე მდევრის როლში მყოფი „რუსთავის“ მსროლელმა რევაზ ჩაჩანიძემ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბდა. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წავიდა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა და ხან მეორე. აღნიშნულიდან გამომდინარე ძნელი იყო გამოცნობა თუ რომელი გუნდი მოიპოვებდა გამარჯვებას. ძირითადი დროის დამთავრებამდე 7 წამით ადრე „ბათუმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, უკანახაზელმა ბესო ლეჟავამ ორქულიანით თანაგუნდელები დააწინაურა - 69:68. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვება ბათუმელებს დარჩათ.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბათუმმა“ ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა, რომელიც გუშინ ქუთაისში „ქუთაისი-2010“-ის გამარჯვების შემდეგ დროებით დაკარგა.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „რუსთავის“ ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი კაელ ტურპინი იყო, რომელმაც 21 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი ნიკოლა გაჩეშა, რომლის ანგარიშზეც 12 ქულა და 11 მოხსნაა. სტუმართა შორის ყველაზე კარგი შედეგი აკაკი დვალიშვილმა აჩვენა, რომელმაც 20 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი თანაგუნდელებიდან 10 ქულითა და 11 მოხსნით კიდევ ერთი ორმაგი დუბლის ავტორი უკრაინელი ლეგიონერი, მძიმე ფორვარდი იგორ კრივცოვი გახდა.

რუსთავი - ბათუმი 68:69 (17:10, 17:28, 18:21, 16:10)

1. ბათუმი 25 17 0 3 5 1980:1838 42
2. ქუთაისი 25 13 3 1 8 1938:1856 41
3. დინამო 25 14 1 0 10 1835:1764 40
4. სოხუმი 25 14 0 1 10 1938:1802 39
5. რუსთავი 25 11 1 0 13 1888:1875 37
6. მგზავრები 25 11 1 1 12 1829:1920 37
7. ოლიმპი 25 8 1 1 15 1840:1916 34
8. აკადემია 25 4 1 1 19 1809:2086 30

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097444