ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი "ვესტ ჰემთან" ფრედ (3:3) დამთავრებული მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული გახლდათ.
"ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ სამი გოლი გავიტანეთ და მაინც ფრე დავაფიქსირეთ. ბოლო 20 წუთში ორივე გუნდს შეეძლო მატჩი მოეგო. ძალიან ვწუხვარ, რომ ანდი კეროლის ჰეთ-თრიკს ვერაფერით ვუპასუხეთ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ფეხბურთელებს რამეს ვაბრალებ. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ და ასეთი რამ არ უნდა შეგვმთხვეოდა. გვაქვს თუ არა პრემიერლიგის მოგების შანსი? არ ვიცი." - განუცხადა BBC-ს ფრანგმა სპეციალისტმა.
"ვესტ ჰემთან" ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ "მეთოფეებს" სატურნირო ცხრილში 59 ქულა დაუგროვდათ და ლიდერ "ლესტერს" 10 ქულით ჩამორჩებიან. მეორეადგილოსან "ტოტენჰემს" ვენგერის შეგირდები სამი ქულით ჩამორჩებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვენგერ ვეჩნად რა საცოდავი კომენტარებით მოძრაობ
))
"გვაქვს თუ არა პრემიერლიგის მოგების შანსი? არ ვიცი."
მიგანიშნებ არსენ თუ გინდა:
შენს გუნდს ახლა მაქსიმუმ 75 ქულის მოგროვება შეუზლია... ;ესტერს უკვე აქვს 69 და +6 მატჩი სათამაშო
"ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ სამი გოლი გავიტანეთ და მაინც ფრე დავაფიქსირეთ."
მართალი ხარ, მაგას მართლა დიდი მოხერხება უნდოდა, იმის გათვალისწინებით რომ ვესტჰემმა 4 გაიტანა
მე გეტყვი არა
არ იცი ჰო DDDDDDDDDDDDDDDDDDD
ნაგლი ხარ არსენ. აუ ლესტერმა თუ ვერ მოიგო ეპლი მართლა აღარასოდეს აღარ ვუყურებ ფეხბურთს