ფეხბურთი

19:23 | 9.04.2016 | ნანახია 0 - ჯერ

მაკარიძემ ვარჯიში დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური “ფეირენსეს” მეკარე გიორგი მაკარიძე გამოჯანმრთელდა და ვარჯიში დაიწყო. მას ტრავმა ჰქონდა და რვა მატჩი გაუცდა. როგორც მაკარიძემ worldsport.ge-ს უთხრა, ჯერ ბოლომდე მზად არაა სათამაშოდ, ხვალინდელ ტურს გამოვტოვებ, მერე კი ვნახოთო...

მაკარიძე “ფეირენსეს” 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და წლეულსაც კარგ თამაშს აჩვენებდა. “ფეირენსეს” რაც შეეხება, პირველი ლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მეექვსე პოზიციაზეა, თუმცა გადასვლის შანსი აქვს: ქულებში მცირე ჩამორჩენაა.

მაკარიძემ ამასწინათ გვაცნობა, რომ მისით პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სამი კლუბია დაინტერესებული: “მორეირენსე”, “ნასიონალი” და “ბოავიშტა”.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:21 | 09.04.2014
asurbanifali (104)

ხომ გეუბნებოიდთ არ უნდა ამ კაცს რეკორდები...ბოლო პერიოდი საერთოდ არ უთამაშია..მაგარი კაცია დურანტულა...

0.070893