დასრულდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ტურის მორიგი შეხვედრა, სადაც „დინამომ“ „აკადემიას“ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, „დინამომ“ დიდი ანგარიშით 94:66 შეძლო ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერის დამარცხება და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ამ ტურამდე „დინამოსა“ და „სოხუმს“ თანაბარი ქულები ჰქონდათ და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებდნენ. იმის შემდეგ რაც „სოხუმი“ ქუთაისში დამარცხდა, ხოლო „დინამომ“ „აკადემიას“ მოუგო, დინამოელებმა ერთი ქულით გაუსწრეს ზღვისპირელებს და მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.
იმის შემდეგ რაც „აკადემია“ ბოლო ლეგიონერმა კრისტოფერ ფელჩერმა (აშშ) დატოვა, ნათელი გახდა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ბედს შეურიგდა. დიდი ალბათობით, "აკადემია" სუპერლიგას დატოვებს და „ა“ ლიგაში გადაინაცვლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ გუნდთან თითქმის ყველა მოგებას გეგმავს. ასე იყო ამ შეხვედრაშიც. მთელი შეხვედრის განმავლობაში „დინამო“ ლიდერობდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ანგარიშით შეძლო მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 17 ქულა დინამოელმა მაქსიმ კოვაჩევიჩმა დააგროვა. ასევე კარგი შედეგი ჰქონდა კოვაჩევიჩის თანაგუნდელ მიხეილ ბერიშვილს, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასია. „აკადემიას“ შემადგენლობაში 16-16 ქულით ყველაზე შედეგიანები მერაბ ბოქოლიშვილი და აკაკი ლომოური იყვნენ. ამ უკანასკნელმა დაგროვილ ქულებს 10 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
დინამო - აკადემია 94:66 (25:13, 21:8, 23:24, 25:11)
ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „რუსთავი“ და „ბათუმი“ ხვდებიან.