ფეხბურთი

16:23 | 9.04.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ცხადაძემ "ქაირათში" მოგებით დაიწყო, გოგუამ ორი საგოლე პასი მიითვალა
კვეკვესკირი "ქაირათში"?

ალმათის "ქაირათმა" ყაზახეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურშიღა მოახერხა მოგება. კახა ცხადაძის დებიუტი "ქაირათის" მწვრთნელის რანგში წარმატებული გამოდგა: ალმათელებმა გასვლაზე 1:0 სძლიეს "ატირაუს".

ყაზახეთშივე, მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა გოგიტა გოგუამ. "ირტიშმა" სტუმრად 2:0 მოუგო ყარაგანდის "შახტიორს" და ორივე გოლი გოგუას ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. გოგუას გუნდი ქულადაუკარგავად ლიდერობს და გოლიც კი არ გაუშვია ამ სეზონში.

და კიდევ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ცხადაძის გუნდში გადავა ნიკა კვეკვესკირი, რომელიც ბაქოს "ინტერში" მშვენიერ სეზონს ატარებს. კვეკვესკირს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:20 | 16.01.2022
fidofido (3392)

რახდება გოგას თავს ტიპს არ ათამაშებენ და 3 მილიონს უხდიან რა გამოდის ბითო წველის ინდიანას როგორც ჯანომ სპარტაკი მოწველა უთამაშებლობით? უშანსოდ აგებს თუ იგებს შანს არ აძლევენ თუ არ ათამაშე როგორ უნდა განვითარდეს. ვერაფერი გავიგე ამ ინდიანას ვერც მწვრთნელის ვერც გუნდის რა უნდათ. პლეოფში მოხვედრის შანსი ამ სეზონში გუნდს რეალურად არ აქვს თეორიულად კი ბატონო როგორც ჩვენს ნაკრებს შესარჩევის დაწყებამდე აქვს ხოლმე

0.089555